Monday, July 10, 2017

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო - "როგორ დავიცვათ თავი ვირუსული ინფექციებისაგან?"
მოსწავლეებს განუვითარდებათ მაღალი სააზროვნო უნარები. ისინი იკვლევენ  .და მოიძიებენ ინფორმაციებს. მართული სწავლის პროცესში მოსწავლეები ხდებიან დამოუკიდებელი მსწავლელები. ამ ყველაფერში მასწავლებელს აქვს ფასილიტატორის როლი. მოსწავლეები თვითონ აკეთებენ ცოდნის რეგულაციებს; აქტიურად იყენებენ ტექნოლოგიებს; განუვითარდებათ თანამშრომლობითიდაშემოქმედებითი უნარები.

Saturday, July 8, 2017

მერვე დღე

მოდულის მსვლელობისა განვიხილეთ საკვანძო შეკითხვები; ერთმანეთს გავუზიარეთ და შევჯერდით,როგორ  უნდა გაგვეწერა პროცედურებში ეს შეკითხვები, პროექტის რომელ ეტაპზე იყო საჭირო ამ შეკითხვების დასმა. ვიუვერში გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს. გავეცანიტ, რომელ ეტაოზე ფასილიტაციის რომელი ნიმუში უნდა შექმნას მასწავლებელმა.შევქმენი ჩემი პროექყისთვის ფასილიტაციის ნომუში რომელიც მეხმარება მოსწავლის პროდუქტიულობის გაზრდაში და პროექტის მსვლელობაში. პროექტის გეგმის შაბლონში შევიტანე ცვლილებები.

Friday, July 7, 2017

მეშვიდე დღე

მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი რამდენიმე თვალსაზრისით. პროექტებით სწავლების წიგნმა მასწავლა, რა მიდგომები განვახორციელო არაქართულენოვანი, ნიჭიერი და განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის ,რათა ისინი აქტიურად ჩაერთონ პროექტში.მოსწავლეთა თვითრეგულაციისა და დამოუკიდებელი სწავლებისათვის გავეცანი ვიუვერში  მოცემულ ნიმუშებს და მოვახდინე ადაპტირება ჩემი პროექტის მიხედვით.

Saturday, July 1, 2017

მეექვსე დღე


მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი
მიმდინარე მოდული დამეხმარა მოოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები გამომეყენებინა  რამმდენიმე თვალსაზრისით, მკაფიოდ ჩამოყალიბებული რუბრიკით ერთმანეთს შევუფასეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები, ასევე, მოსწავლეებსპროექტის  განხორციელების დროს გამოვაყენებინებ რუბრიკებს,რათა ერთმანეთს შეუფასონ ნამუშევრები ჩვენ ვიუვერში გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს-რუბრიკას. მოვახდინე ადაპტირება და მოვარგე და შევქმენი ჩემი  პროექტის მოსწავლის სავარაუდო რუბრიკა. მოსწავლეებს მივაწოდებ  რუბრიკას, რათა პრეზენტაცია გააკეთონ ამ რუბრიკის მიხედვით.