Monday, July 10, 2017

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო - "როგორ დავიცვათ თავი ვირუსული ინფექციებისაგან?"
მოსწავლეებს განუვითარდებათ მაღალი სააზროვნო უნარები. ისინი იკვლევენ  .და მოიძიებენ ინფორმაციებს. მართული სწავლის პროცესში მოსწავლეები ხდებიან დამოუკიდებელი მსწავლელები. ამ ყველაფერში მასწავლებელს აქვს ფასილიტატორის როლი. მოსწავლეები თვითონ აკეთებენ ცოდნის რეგულაციებს; აქტიურად იყენებენ ტექნოლოგიებს; განუვითარდებათ თანამშრომლობითიდაშემოქმედებითი უნარები.

Saturday, July 8, 2017

მერვე დღე

მოდულის მსვლელობისა განვიხილეთ საკვანძო შეკითხვები; ერთმანეთს გავუზიარეთ და შევჯერდით,როგორ  უნდა გაგვეწერა პროცედურებში ეს შეკითხვები, პროექტის რომელ ეტაპზე იყო საჭირო ამ შეკითხვების დასმა. ვიუვერში გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს. გავეცანიტ, რომელ ეტაოზე ფასილიტაციის რომელი ნიმუში უნდა შექმნას მასწავლებელმა.შევქმენი ჩემი პროექყისთვის ფასილიტაციის ნომუში რომელიც მეხმარება მოსწავლის პროდუქტიულობის გაზრდაში და პროექტის მსვლელობაში. პროექტის გეგმის შაბლონში შევიტანე ცვლილებები.

Friday, July 7, 2017

მეშვიდე დღე

მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი რამდენიმე თვალსაზრისით. პროექტებით სწავლების წიგნმა მასწავლა, რა მიდგომები განვახორციელო არაქართულენოვანი, ნიჭიერი და განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის ,რათა ისინი აქტიურად ჩაერთონ პროექტში.მოსწავლეთა თვითრეგულაციისა და დამოუკიდებელი სწავლებისათვის გავეცანი ვიუვერში  მოცემულ ნიმუშებს და მოვახდინე ადაპტირება ჩემი პროექტის მიხედვით.

Saturday, July 1, 2017

მეექვსე დღე


მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი
მიმდინარე მოდული დამეხმარა მოოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები გამომეყენებინა  რამმდენიმე თვალსაზრისით, მკაფიოდ ჩამოყალიბებული რუბრიკით ერთმანეთს შევუფასეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები, ასევე, მოსწავლეებსპროექტის  განხორციელების დროს გამოვაყენებინებ რუბრიკებს,რათა ერთმანეთს შეუფასონ ნამუშევრები ჩვენ ვიუვერში გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს-რუბრიკას. მოვახდინე ადაპტირება და მოვარგე და შევქმენი ჩემი  პროექტის მოსწავლის სავარაუდო რუბრიკა. მოსწავლეებს მივაწოდებ  რუბრიკას, რათა პრეზენტაცია გააკეთონ ამ რუბრიკის მიხედვით.

Friday, June 30, 2017

მეხუთე დღე

პროექტის პრეზენტაცია

ვისწავლე ინტერნეტის გამოყენებით როგორ  მოვიძიო მასალა,რომ ბრჭყალები ჩავსვა და მოვიძიო მასალა, ბუკმარკით სასურველი ვებგვერდების დამახსოვრება. საავტორო  უფლებების დაცვა მოძიებულ მასალაზე, ჩემს პორტფოლიოში შევინახე დოკუმენტი, რომელშიც აუცილებლად დავიცავ საავტორო უფლებებს, შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომლითაც გავითვალისწინებ მოსწავლის უნარებსა და შესაძლებლობებს.


Monday, June 26, 2017

მეოთხე დღე

ეს  მოდული დამეხმარა  განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენებაში რამდენიმე თვალსაზრისით. გავეცანითშეფასების ხუთ სტრატეგიას, რომლის  მიხედვითაც ვაფასებ  ჩემ მიერ დაგეგმილი პროექტში ჩართულ  მოსწავლეებს. გავეცანი განმავითარებელი შეფასების  მეთოდებს და ინსტრუმენტებს, ასევეგავეცანი  ხუთ სტრადეგიას, როგორებიცაა: წინარე ცოდნის შეფასება,პროგრესის მონიტორინგი თანამშრომლობის შეფასება, მეტაკოგნიციის შეფასება, გაგების დემონსტრირების შეფასება. შევქმენი ჩ ემი პროექტის პრეზენტაცია კონფერენციებსა და სხვა შეხვედრებზე წარსადგენად.

Sunday, June 25, 2017

მესამე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.
სტავდარტების გათვალისწინება დამეხმარა რომ ჩემი პროექტი მოვარგო ეროვნულ სასწავლო გეგმას.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები მე და ჩემს მოსწავლეებს დაგვეხმარება ყურადღება გავამახვილოთ პროექტის ძირითად საკითხებზე.